იდიომური გამოთქმების ონ-ლაინ ლექსიკონი შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ონ-ლაინ ლექსიკონის ქართული, ქართულ-ბერძნული და ბერძნულ-ქართული ნაწილების შედგენისას გამოყენებული იყო სხვადასხვა ლექსიკონში (ონიანი, ალ., ქართული იდიომები. თბილისი: ნაკადული, 1966, სახოკია, თ., ქართული ხატოვანი სიტყვათქმანი. თბილისი: მერანი, ტ. I-III, 1950-1955, ჩიქობავა არნ., ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, ტ. I-VIII, 1950-1964 (ძველი რედაქცია) და ტ. I-II, 2008-2010 (ახალი რედაქცია), ბაბინიოტისი, გ., თანამედროვე ბერძნული ენის ლექსიკონი. ათენი: ლექსიკოლოგიის ცენტრი, 1998, შამანიდი, ს., ბერძნულ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: ლოგოსი, 2009, დემირი-პროვრომიდი, ე., ნიკოლაიდი-ნესტორა, დ., ტრიფონა-ანტონოპული, ნ., იდიომებისა და შესიტყვებების ენა. სალონიკი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983 და სხვ.) წარმოდგენილი და, შესაბამისად, გადამუშავებული მასალა. ამჟამად, იდიომური გამოთქმების ონ-ლაინ ლექსიკონში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა წყაროდან აღებული სიტყვა-სტატია, მათ შორის, ქართულ სიტყვა-სტატიებს ახლავს ქართული ენის კორპუსში მოძიებული სამაგალითო ერთეულები. ზოგიერთ შემთხვევაში ლექსიკონის ქართულ-ბერძნულ ნაწილში კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია ქართული იდიომის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, რაც უადვილებს ლექსიკონის მომხმარებელს იდიომის თავისებურების ამოცნობას წყარო ენაში.
საძიებო სისტემის მეშვეობით იდიომური გამოთქმების მოძებნა შესაძლებელია როგორც იდიომურ გამოთქმაში წარმოდგენილი ნებისმიერი სიტყვით, ასევე ანბანურადაც (იხ. ლექსიკონის გამოყენების ინსტრუქცია).
იდიომური გამოთქმების ონ-ლაინ ლექსიკონი განკუთვნილია ქართული და ბერძნული ენების სპეციალისტებისა და გაღრმავებული შესწავლის მსურველთათვის.
შემდგენელები: ს. ბერიკაშვილი, ი. ლობჟანიძე
სარედაქციო კოლეგია: შ. აფრიდონიძე, ს. შამანიდი
დიზაინი და პროგრამირება: ი. გუნია