იდიომური გამოთქმა წარმოადგენს შესიტყვებას, რომლის მნიშვნელობა არ უდრის მასში შემავალი კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამს. იდიომური გამოთქმების ონ-ლაინ ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი ძებნის განხორციელება:
სწრაფი ძებნა
იდიომური გამოთქმის ძიებისას სასურველი შესიტყვება აკრიფეთ ეკრანის ცენტრში განთავსებულ ველში. მაგალითის აკრეფა შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ. მაგალითის მთლიანად აკრეფის შემთხვევაში, გეძლევათ მთლიანი სიტყვა-სტატიის ნახვის შესაძლებლობა, მაგ.:
გამოთქმის ნაწილობრივი აკრეფის შემთხვევაში, საკმარისია რამდენიმე ასოს აკრეფა და სისტემა აჩვენებს ძებნის შედეგთან ასოცირებულ შესიტყვებებს, მაგ.:
სიტყვა-სტატიის სანახავად მიიყვანეთ კურსორი თქვენთვის სასურველ შესიტყვებასთან და დააწკაპუნეთ მას.
გაფართოებული ძებნა
იდიომური გამოთქმის გრამატიკული სტრუქტურა უკავშირდება მასში შესული კომპონენტების გრამატიკულ სტრუქტურას. შესაბამისად, იდიომი წარმოგვიდგება სახელური ან ზმნური შესიტყვებების სახით. ქართულ ლექსიკოგრაფიაში დღემდე არსებობს ზმნის და, ბუნებრივია, ზმნური შესიტყვების გაფორმების ორი ტრადიცია: ა) სახელზმნის ფორმით და ბ) ზმნის პირიანი ფორმით. ორივე ვარიანტი ქმნის განსაზღვრული დონის პრობლემას როგორც ნაბეჭდ, ასევე ელექტრონულ ლექსიკონებში ზმნური ფორმის მოძიებასთან დაკავშირებით, რადგანაც ზმნას ქართულში ახასიათებს უღვლილების მდიდარი სისტემა კარგად განვითარებული თავსართ-ბოლოსართიანი წარმოებით. შესაბამისად, ‘გაფართოებული ძებნა’ უზრუნველყოფს იდიომური გამოთქმის მიგნებას ტექსტში დადასტურებული ნებისმიერი გრამატიკული ფორმის საფუძველზე, მაგ.
‘დღე და ღამე გასწორებული მქონდა’ იდიომური გამოთქმის ძიებისას დააწკაპუნეთ ‘გაფართოებულ ძებნა’-ს აკრიფეთ ეკრანის ცენტრში განთავსებულ ველში სიტყვა ‘მქონდა’ და სისტემა ამოაგდებს ამ ფორმასთან ასოცირებულ შესიტყვებებს, მაგ.:
ანბანური ძებნა
სისტემას ახლავს ანბანური საძიებელიც. მიიყვანეთ კურსორი ეკრანის ცენტრში განთავსებულ ანბანთან, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნიშანი და დააწკაპუნეთ მას.
სიმბოლოებით ძებნა
ძებნისას, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ * სიმბოლო, რომელიც ასოთა ნებისმიერ თანმიმდევრობას აღნიშნავს.